ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყება:
25 სექტემბერს - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის სწავლების პირველი-მეოთხე წლის, მაგისტრატურის სწავლების მეორე წლის, დოქტორანტურის სწავლების მეორე და მესამე წლის სტუდენტებისათვის, აგრეთვე დამატებითი სემესტრების ყველა სტუდენტისათვის;
2 ოქტომბერს - მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის.
სააუდიტორიო მეცადინეობების ცხრილები საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ჯგუფების მიხედვით, განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, gtu.ge რუბრიკაში „სტუდენტს“ ® “სწავლება“ ® „ცხრილები“ – https://leqtori.gtu.ge. ასევე, ცხრილებზე წვდომა ელექტრონული სწავლების პლატფორმა, elearning.gtu.ge-ის მთავარი გვერდიდანაც შესაძლებელია.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შემდეგი ელ-სერვისებით:
თქვენ გადმოგეცათ უნივერსიტეტის ელ-ფოსტის მისამართი და სტანდარტული პაროლი. გთხოვთ, პირველი ავტორიზაციის შემდგომ, შეცვალოთ პაროლი.
პლატფორმებზე vici.gtu.ge, elearning.gtu.ge, testing.gtu.ge ავტორიზაციის გასავლელად, ველში – სახელი (Username) უნდა შეიყვანოთ უნივერსიტეტის მიერ თქვენთვის მონიჭებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, ხოლო ველში პაროლი (Password) – თქვენი პირადი ნომერი.
ელექტრონულ ფოსტაში, ასევე პლატფორმებზე vici.gtu.ge, elearning.gtu.ge და testing.gtu.ge პაროლის (Password) შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სტუდენტს.
სტუდენტური დაზღვევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ემსახურება სტუდენტს.
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით „სტუდენტი“ განისაზღვრება, როგორც: საქართველოს
მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად; ასევე საქართველოს
მოქალაქე პროფესიული სტუდენტი, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით
განსაზღვრული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებზე და ის პირები, რომლებიც სწავლობენ პროფესიული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.
შესაბამისად, სტუდენტური დაზღვევა საქართველოს მოქალაქე ყველა სტუდენტზე ვრცელდება. მონაცემებს ჩარიცხული სტუდენტების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნიფიცირებულად გადასცემს ჯანმრთლობისდაზღვევისსახელმწიფოპროგრამას.
ნებისმიერ სტუდენტს, საჭიროების მიხედვით, შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით.
გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია კლინიკა ტერიტორიული ნიშნით ან სასურველი ექიმებიდან გამომდინარე შეარჩიოს
და სტუდენტური დაზღვევა შერჩეულ კლინიკაში გაააქტიუროს.
დაზღვევით სტუდენტს ეკუთვნის შემდეგი სახის უფასო სამედიცინო მომსახურებები:
ყველა სისტემის ექოსკოპია, ყველა სისტემის რენტგენოგრაფია-რენტგენოსკოპია, ყველა სპეციალისტის კონსულტაცია, ოჯახის
ექიმის მომსახურება როგორც ადგილზე, ისე ბინაზე გამოძახებით, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი,
ლიპიდური ცვლა, კრეატინინი, ქოლესტერინი, გლუკოზა, ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა,
გადაუდებელი 100% და გეგმიური ოპერაციები 80%.
სამედიცინო მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
როგორ განისაზღვრება სადაზღვევო პერიოდი სტუდენტებისათვის?
სტუდენტებისათვის სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სწავლის საფეხურების შესაბამისად:
რა შემთხვევაში წყდება დაზღვევის მოქმედება?
სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა სტუდენტური დაზღვევა?
სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდი გაგრძელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა ჯამურად, დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება სწავლის შესაბამისი საფეხურისათვის განსაზღვრულ სადაზღვევო პერიოდზე მეტი.
სად და როდის შეძლებთ სტუდენტური ID ბარათისა და სტუდენტური სამგზავრო ბარათის, იგივე STUDENT CARD-ის აღებას
ბარათის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ფასდაკლებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ისე კერძო კომპანიებში. მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობისას (ავტობუსი, რკინიგზა) ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, ასევე კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას და კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში. სტუდენტური ბარათი ასევე მოქმედებს კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.